საწრეო მუშაობა


განცხადება
მოსწავლეთა საყურადღებოდ!
,,სკოლა ოპიზაში“ ფუნქციონირებას იწყებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე, რომელიც განკუთვნილია VI კლასელთათვის.
გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ერთხელ ხუთშაბათს 14:15 სთ.-ზე.
წრის დასახელება: ,,უფრო მეტი ტექსტური რედაქტორის MS Word -ის შესახებ.“
ისტ.-ის წრის შექმნის იდეა თვითონ მოსწავლეებმა მომაწოდეს, მათი ინტერესი დიდია საგნის მიმართ. იციან რომ, ისტ.-ი ინტეგრირებულია ყველა საგანთან და ტექნოლოგიების სიღრმიოსეული ცოდნა აუცილებელია და საჭიროა მათთვის.
I სემესტრში განხილული და შესწავლილი იქნება საოფისე პროგრამის ერთ-ერთი პროგრამა MS Word -ი, ხოლო II სემესტრიდან წრის მუშაობა გაგრძელდება და მოსწავლეები შეისწავლიან შემდეგ საოფისე პროგრამებს:  MS Excel  და  MS PowerPoint-ს.
წრის ხელმძღვანელი, ისტ.-ის მასწავლებელი: მაია ლოლაძე
ელ. ფოსტა*: maikololadze3@gmail.com
ტელ. (: 555512468
მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ წრის ხელმძღვანელთან!
 


წრის დასახელება:  ,,უფრო მეტი ტექსტური რედაქტორის MS Word -ის შესახებ.“
სკოლა: ,,სკოლა ოპიზა“
სამიზნე ჯგუფი: VI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 6-7 მოსწავლე
მასწავლებელი: მაია ლოლაძე
სასწავლო წელი: 2019-2020 სასწ. წელი (I სემესტრი, კვირაში 1 საგაკვეთილო საათი)
v  საწრეო მუშაობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა/განმტკიცება, თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. იცოდნენ ისტ.-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერონ ისტ.-ით სარგებლობის სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები, ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისათვის.
v  მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამა MS Word -ის და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარი.
v  წრის ხანგრძლივობა: 2019-2020 სასწ. წლის პირველი სემესტრი, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი.
v  განხორციელების ვადები: 1 ოქტომბრიდან - 29 დეკემბრის ჩათვლით.
v  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის სამუშაო პროგრამა/განრიგი:

#
საწრეო მუშაობის პროგრამა
ხანგრძლივობა
შეხვედრის თარიღი
1
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა
1 სთ.
3 ოქტომბერი
2
ტექსტის, სურათის და ცხრილების დაფორმატება  MS Word -ში
1 სთ.
10 ოქტომბერი
3
როგორ დავიცვათ ინფორმაცია
1 სთ.
17 ოქტომბერი
4
კომენტარები MS Word -ში
1 სთ.
24 ოქტომბერი
5
სანიშნო და ჰიპერბმულები
1 სთ.
31 ოქტომბერი
6
სქოლიო
1 სთ.
7 ნოემბერი
7
სარჩევი
1 სთ.
14 ნოემბერი
8
დოკუმენტის შენახვა სხვადასხვა ფორმატით
1 სთ.
21 ნოემბერი
9
ფორმების შექმნა
1 სთ.
28 ნოემბერი
10
შაბლონები
1 სთ.
5 დეკებერი
11
დიაგრამები MS Word -ში
1 სთ.
12 დეკებერი
12
ობიექტის ჩასმა დოკუმენტში
1 სთ.
19 დეკებერი
13
შემაჯამებელი სამუშაო
1 სთ.
26 დეკებერი



No comments:

Post a Comment