- პროექტის სახელწოდება: პროგრამა MS Excel - ი და სახალისო ოინები
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პროგრამა MS Excel - ის ეფექტური გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაიგებენ პროგრამა MS excel- ის მეტ შესაძლებლობებს რომელსაც, გამოიყენებენ ნებისმიერი სირთულის ელ. ცხრილების შესაქმნელად. გარდა რიცხვითი ოპერაციებისა , MS excel- ს გამოიყენებენ მონაცემთა ანალიზისთვის, რომელიც მოსწავლეების წინაშე შლის ფართო შესაძლებლობებს მონაცემების ავტომატიზაციისა და დამუშავებისათვის
- პროექტის მიზნები: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეს უვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური, ტრანსფერის უნარ-ჩვევები
- მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 4-5 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები დამოუკიდებლად იმუშავებენ პროგრამა MS Excel - ში, შექმნიან ცხრილს, მოახდენენ თითოეულ საგანში მიღებული შეფასების აღნიშვნას, უჯრაში შეტანილი ინფორმაციის რედაქტირებას, მათ დაჯამებას, საშუალო არითმეტიკული ქულის გამოყვანას, მოახდენენ პირობით დაფორმატებას. შეიქმნება პროექტის ბლოგი.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, მე-6 კლასის ისტ.სახელმძღვანელო, საგნების მიხედვით საკუთარი შეფასებების მოძიება
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები მოახდენენ თვითდაკვირვებას საკუთარ შეფასებებზე, მოახდენენ აღნიშნული შეფასებების შეტანას პროგრამა MS Excel - ში. სამუშაო გაგრძელდება სასწავლო წლის დასრულებამდე. ინფორმაცია გადამოწმდება დამრიგებლის მიერ ამოწერილი შეფასებების მიხედვით. შემდეგ მოსწავლე მოახდენს მათ დაჯამებას საგნების მიხედვით, პირობით დაფორმატებას და საშუალო არითმეტიკულის გამოყვანას
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი: ისტ. ტექნოლოგიები, მათემატიკა
ის ტექნ. VI .3.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესშიმათ. VI .5.მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა, განვრცობა და აღწერამათ. VI .6.პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა, გამარტივება - პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაია ლოლაძე
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maikololadze3@gmail.com
- პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: maikololadze.blogspot.com
პროექტები
Subscribe to:
Posts (Atom)
ძალიან კარგია
ReplyDeleteმაიკო,წარმატებები!
ReplyDelete